beautybar

CP-1 Bright Complex intense Nourishing Conditioner 500ml


59 47.2

გაზიარება:

ინტენსიური მკვებავი კონდიციონერი ცილებით და კოლაგენით თმის ინტენსიური კვებისთვის, განკუთვნილია სალონის და სახლის პირობებში მოვლისათვის. ხელს უწყობს შეღებვით, ქიმიური ზემოქმედებით დაზიანებული თმის სტურქტურის აღდგენას.

კონდიციონერი მოქმედებს ერთდროულად ორი მიმართულებით: იძლევა ხილულ შედეგს და აღადგენს თმის სტრუქტურას უჯრედულ დონეზე.

პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია შამპუნის გამოყენების შემდეგ, თუნდაც ყოველდღიურად, კონდიციონერი არ ამძიმებს და აცხიმიანებს თმას. მისი  რეგულარული გამოყენების შედეგად თმა ხდება ჯანმრთელი, დამყოლი და ბზინვარე. აღადგენს  სტრუქტურას და გამორიცხავს სიმშრალეს და მტვრევადობას. კონდიციონერი თმას იცავს მავნე გამეო ზემოქმედებისგან.

კონდიციონერის მთავარი ინგრედიენტია ცილები და კოლაგენი.

ცილები მყისიერად აღადგენენ უსიცოცხლო თმას, უბრუნებენ მათ ბზინვარებას, ხდიან ელასტიურს და აბრეშუმისებრს. ებრძვის გაყოფილ ბოლოებს.

კოლაგენი ზრდის თმის ელასტიურობას და სიმკვრივეს, ინარჩუნებს ტენიანობის ოპტიმალურ დონეს, ასწორებს დაზიანებულ ადგილებს და აძლევს თმას ბუნებრივ ბზინვარებას.

შემადგენლობაში შედის სხვა ინგრედიენტები: ძირტკბილას ექსტრაქტი (გამორიცხავს თავის კანზე გამოშრობას, ებრძვის ქერტლს), აბრეშუმის ცილები (მატებს ბრწყინავს, ატენიანებს), ქოქოსის ზეთი (ატენიანებს, კვებავს და იცავს) და ა.შ.

მოსახერხებელი დისპენსერი უზრუნველყოფს ზუსტ დამუშავებას და პროდუქტის ეკონომიურ მოხმარებას.

გამოყენების წესი:

1. თმა კარგად ჩამოიბანეთ შამპუნით.

2. წაისვით კონდიციონერი თმაზე ფესვებიდან ბოლომდე.

3. სავარცხლის გამოყენებით, პროდუქტი თანაბრად გადაანაწილეთ.

4. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

5. თუ თმა ძალიან მშრალი ან დაზიანებულია, გამოიყენეთ კონდიციონერი ხაზის სხვა პროდუქტებთან ერთად - შამპუნი, შრატი და ნიღაბი.

მოცულობა: 500 მლ


ფასი
47.2
ძველი ფასი
59
ნანახია
663