beautybar

MEDI-PEEL VITAMIN BOMB REFRESHING MASK SHEET


12

გაზიარება:

MEDI-PEEL VITAMIN BOMB REFRESHING MASK SHEET

ვიტამინების კომპლექსით გამაგრილებელი ნიღაბი აჯერებს კანს სასარგებლო კომპონენტებით, ათანაბრებს ტონს და რელიეფს, ხდის სახის ფერს თანაბარ და ჯანსაღს და ავსებს მას ბზინვარებით. ხელს უწყობს არასასურველი პიგმენტაციისა და პოსტ აკნეს შემსუბუქებას. შესანიშნავად ატენიანებს, არეგულირებსკანის ცხიმის გამომუშავებას და ამცირებს ანთებას და სიწითლეს.

 

პროდუქტს აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება და იცავს კანს თავისუფალი რადიკალებისგან. ხელს უწყობს ინტენსიურ დატენიანებას და ინარჩუნებს ეპიდერმისის ღრმა ფენებში, ხელს უშლის კანის გაუწყლოებას.

 

არსი, რომლითაც ნიღაბი არის გაჟღენთილი, ზრდის კანის სიმკვრივეს და ელასტიურობას, ასტიმულირებს სისხლის მიკროცირკულაციას და იწყებს რეგენერაციის პროცესებს უჯრედებში.

 

ძირითადი კომპონენტები:

ნიაცინამიდი - ხელს უწყობს კოლაგენის სინთეზის სტიმულირებას და აუმჯობესებს კანის დამცავ ფუნქციებს, ამცირებს პიგმენტაციას, არბილებს, აუმჯობესებს კანის ელასტიურობას, ატენიანებს, ავიწროებს ფორებს, ამშვიდებს. ეფექტურია მგრძნობიარე კანისთვის.

ვიტამინი C - ეფექტურად იცავს კანს ულტრაიისფერი გამოსხივების დაზიანებისგან, იწყებს საკუთარი კოლაგენის გამომუშავებას, ხელს უწყობს კანის ელასტიურობის, სიმკვრივისა და დატენიანების გაზრდას, ამცირებს პიგმენტურ ლაქებს და პოსტ-აკნეს, ათანაბრებს სახის ფერს და ანიჭებს კანს ჯანსაღ ბზინვარებას.

ასტაქსანტინი - ზრდის ქსოვილების სიმტკიცეს და ელასტიურობას, აჩქარებს რეგენერაციას, გამოიყენება აკნეს სამკურნალოდ და აქვს გამოხატული ბარიერული თვისებები.

ტოკოფეროლი - არბილებს ნაოჭებს და ატონიზირებს კანს, აჩქარებს შეხორცებას, აქრობს აქერცვლას, ახდენს ცხიმის ბალანსის ნორმალიზებას.

ჰიალურონის მჟავა - უზრუნველყოფს კანის ხანგრძლივ და მაღალი ინტენსივობის დატენიანებას, იცავს დეჰიდრატაციისგან და ნაადრევი ნაოჭების წარმოქმნოსგან, კურნავს ჭრილობებს და გაღიზიანებას.

ალანტოინი - არბილებს, ინტენსიურად ატენიანებს კანს, ხელს უწყობს ფორების შევიწროებას და ცხიმის გამომუშავების ნორმალიზებას, აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები, ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს.

პანთენოლი - ასტიმულირებს კანის მთლიანობის აღდგენას, ხსნის სიწითლეს და გაღიზიანებას, აქვს ჭრილობების სამკურნალო თვისებები


ფასი
12
ნანახია
321